Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი დაესწრო სამხედრო აღლუმს პრაღაში


აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ჯეიმს მეტისი და სხვა მაღალი რანგის სტუმრები ადევნებდნენ თვალს პრაღაში მიმდინარე სამხედრო აღლუმს, რომელიც ჩეხოსლოვაკიის პირველი რესპუბლიკის დაარსების მე-100 წლისთავს მიეძღვნა. აღლუმში მონაწილეობდა 4 ათასამდე ჯარისკაცი და სამხედრო ტექნიკა. უამინდობის გამო, შეზღუდული იყო საავიაციო შოუ. 1918 წლის 28 ოქტომბერს, ჩეხოსლოვაკიამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა ავსტრია-უნგრეთის იმპერიისაგან. ჩეხოსლოვაკიის ეროვნულმა საბჭომ, პირველი რესპუბლიკის პრეზიდენტად აირჩია ცნობილი სახელმწიფო მოღვაწე, ტომაშ გარიგ მასარიკი. 1993 წლის 1 იანვარს, ვაცლავ ჰაველის პრეზიდენტობის დროს, ჩეხოსლოვაკია მშვიდობიანი გზით გაიყო ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, ჩეხეთის რესპუბლიკად და სლოვაკეთად.

XS
SM
MD
LG