სომხეთის ხელისუფლება მზად არის იმსჯელოს აშშ-იდან სამხედრო აღჭუვილობის შეძენაზე, თუ იქნება ხელსაყრელი შეთავაზება, - ამის შესახებ 27 ოქტომბერს განაცხადა სომხეთის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა. ეს განცხადება მოჰყვა სომხეთში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის ჯონ ბოლტონის ვიზიტს, რომლის დროსაც, გავრცელებული ინფორმაციით, საუბარი შეეხო სომხეთის მიერ აშშ-ის სამხედრო აღჭურვილობის შეძენასაც. სომხეთისაგან ეს ნაბიჯი იქნებოდა „გონივრული“, - აღნიშნა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ბოლტონმა და დასძინა, რომ „ამერიკული იარაღი ყოველმხრივ სჯობს რუსულს“. სომხეთი, რომელიც სამხრეთ კავკასიაში რუსეთის მთავარი სტრატეგიული პარტნიორია, თავდაცვის უზრუნველსაყოფად ძირითადად რუსული წარმოების შეიარაღებას იყენებს.
ყველაზე პოპულარული
1