Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქში პირველი ოქმი შევიდა


მარნეული არჩევნების დღეს
მარნეული არჩევნების დღეს

მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქის 67-ე საარჩევნო უბანში ხმა მისცა 287-მა ამომრჩეველმა 1 410-დან. გრიგოლ ვაშაძემ 175 ხმა დააგროვა, სალომე ზურაბიშვილმა - 63, დავით ბაქრაძემ - 28.

საპრეზიდენტო არჩევნებში მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქიდან ხმა მისცა 36 173 ათასმა ამომრჩეველმა, რაც ოლქის საერთო ამომრჩევლების 36,47 პროცენტს შეადგენს.

მარნეულის მუნიციპალიტეტში სულ 99 ათასი ამომრჩეველია რეგისტრირებული. 22-ე საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის კობა ასანიძის თქმით, 90-ვე უბანი დახურულია და მიმდინარეობს ხმების დათვლა. მან დასძინა, რომ საოლქო კომისიაში სულ 29 საჩივარი შევიდა, ძირითადად პროცედურულ დარღვევებზე საარჩევნო უბნებში. ასევე - უბნების გარეთ აგიტაციის ჩატარებასთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG