Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე: იქნება მეორე ტური


1000 უბნის მონაცემის მიხედვით, გამოიკვეთა და ცხადია, რომ შედგება მეორე ტური, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

„ხმის დათვლის პროცესი მიმდინარეობს. ჩვენთან შემოდის ოქმის მონაცემები. დათვლილია 1 000-მდე უბნის მონაცემები. ლიდერობს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც პირველ ადგილზეა. ამ ეტაპისთვის ცხადია, რომ მეორე ტური შედგება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე. ეს ცხადია 1 000 უბნის მონაცემებიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებაში“ სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების სჯერათ:

„მოვუწოდებ ყველას, განაგრძონ ხმის დათვლის პროცესი და დაიწყონ სათანადო პროცედურები, რათა უზრუნველყოფილი იყოს საარჩევნო პროცესის ისე დასრულება, როგორც ის წარიმართა. დაგვაკლდა ცოტა, რომ პირველ ტურში გაგვემარჯვებინა. შესაბამისად, დღევანდელი სურათი არის ასეთი, რომ საჭიროა მეორე ტური“.

XS
SM
MD
LG