Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდონეზიაში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა


ინდონეზიაში კატასტროფა განიცადა ავიაკომპანია Lion Air-ის სამგზავრო თვითმფრინავმა ბოინგ 737-მა. მასში 188 ადამიანი იმყოფებოდა. ინდონეზიის ხელისუფალთა ინფორმაციით, სამგზავრო თვითმფრინავთან კავშირი შეწყდა ჯაკარტის აეროპორტიდან აფრენიდან 13 წუთში. ბოინგი ზღვაში ჩავარდა კუნძულ იავის დასავლეთ სანაპიროსთან. კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. თვითმფრინავი შიდა რეისს ასრულებდა ჯაკარტიდან ქალაქ პანკალინანგის მიმართულებით. ავიაკატასტროფის რაიონში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG