მოსკოვში იმართება ყოველწლიური ცერემონია „სახელების დაბრუნება“, რომელზეც პატივს მიაგებენ სტალინური რეპრესიების მსხვერპლს. ასობით ადამიანი შეიკრიბა „სოლოვეცკის ქვის“ მემორიალთან რუსეთის დედაქალაქის ცენტრში, ლუბიანკაზე. ცერმონიის მონაწილეები - მსხვერპლის შთამომავლები, უფლებადამცველები, სხვა მოქალაქეები - ხმამაღლა კითხულობდნენ რეპრესიების მსხვერპლი 40 ათასამდე მოსკოველის სახელებს, ასაკს, პროფესიას და სიკვდილით დასჯის თარიღებს. უფლებადამცველი ორგანიზაცია „მემორიალი“ 2006 წლიდან ყოველ წელს ატარებს ცერემონიას შენობასთან, რომელშიც წინათ საბჭოთა კაგებეს შტაბბინა იყო, ახლა კი მისი მთავარი მემკვიდრე ორგანიზაციის, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფისი ახლა კი რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სათავო ოფისი მდებარეობს. სტალინური რეპრესიების მსხვერპლის ხსოვნას პატივს მაგებენ რუსეთის სხვა ქალაქებშიც. ცერემონია „სახელების დაბრუნება“ ერთი დღით წინ უსწრებს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის ოფიციალურ დღეს. .
ყველაზე პოპულარული
1