Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით უსუფაშვილი: ჩვენ ვართ სახელისუფლებო ცვლილების მიჯნაზე


"გვირჩვენია ვიყოთ2,5%, ვიდრე ასეთი 37% ან ისეთი 38%" - თქვა დავით უსუფაშვილმა 29 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე, სადაც მადლობა გადაუხადა მის 36 007 ამომრჩეველს და იქვე დასძინა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარს არ დაუჭერს არც ერთ კანდიდატს.

„სამწუხაროდ, არც ვაშაძე-სააკაშვილი და არც ზურაბიშვილი-ივანიშვილი-ფარცხალაძე არ გვაძლევს საშუალებას, რომ რომელიმე მათგანს პოლიტიკური მხარდაჭერა გამოვუცხადო მეორე ტურში. გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს, ვაშაძეს დავუჭირე მხარი. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ჩემი მხარდაჭერა ვერც ერთს ვერ ექნება, ვინაიდან ვერც ერთში ვერ ვხედავ საზოგადოების გამაერთიანებლის პოტენციალს და გუნდს მათ გუნდებში, რომელსაც საქართველოს მომავალს ვანდობ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

„ჩვენ ვართ სახელისუფლებო ცვლილების მიჯნაზე. რაც უკვე გარდაუვალია. მე ვარ დაკავებული და ვიქნები დაკავებული ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებით. მე მივმართავ ოპოზიციონერ კოლეგებს, ახლა აქეთ ნუ დამიწესებენ ოპოზიციური საქმიანობის სტანდარტებს. ჩემს კოლეგა ბატონ დავით ბაქრაძეს, რომელმაც თქვა, რომ ახლა სწორია ყველას მხრიდან სადღაც ერთად დადგომა.

მოდით, ოპოზიციურ სტანდარტებს ნუ განვსაზღვრავთ იმით, ვის როდის რა საჭიროება დაუდგა ძალიან კონკრეტულ სიტუაციაში და კონკრეტულ ვითარებაში. მივმართავ ოპოზიციონერ კოლეგებს, ნუ დამიწესებენ ოპოზიციური საქმიანობის სტანდარტებს. ერთმმართველი „ოცნება“ არ უნდა ჩაანაცვლოს ერთმმართველმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საითაც პროცესი მიექანება, თუ კონკრეტული ზომები არ იქნა მიღებული“ - თქვა დავით უსუფაშვილმა.

XS
SM
MD
LG