Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ბაქრაძე: შეიქმნას ოპოზიციური პარტიების მეორე ტურის საკოორდინაციო შტაბი


 დავით ბაქრაძე
დავით ბაქრაძე

არჩევნების მეორე ტურისთვის „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო შტაბის შექმნის ინიციატივით გამოდის. იგი ამბობს,რომ შტაბმა გრიგოლ ვაშაძის მხარდასაჭერად ოპოზიციის ხმების კოორდინირებულად მობილიზებისთვის უნდა იმუშაოს:

"რა თქმა უნდა, გაერთიანებულ ოპოზიციას ჰყავს საკუთარი შტაბი, მაგრამ ვინაიდან ჩვენი ამოცანაა დამატებითი ხმების მოზიდვა და ოპოზიციური პარტიების ერთად მუშაობა, გამოვდივარ ინიციატივით, შევქმნათ ერთობლივი საკოორდინაციო შტაბი, რომელიც იმუშავებს სწორედ იმაზე, რომ მეორე ტურში ოპოზიციის ხმები ერთიანად და კოორდინირებულად იქნეს მობილიზებული", - განაცხადა დავით ბაქრაძემ. იგი მიმართავს სხვა საპრეზიდენტო კანდიდატებს და პროდასავლურ პარტიებს, შეუერთდნენ საკოორდინაციო შტაბის მუშაობას.

„რამდენადაც საზოგადოებისთვის ცნობილია, "რესპუბლიკურმა პარტიამ" უკვე გამოთქვა სურვილი, რომ მეორე ტურისთვის კოორდინირებულად იმუშაოს. მინდა სხვა პარტიებსაც მივმართო და მათაც მოვუწოდო მონაწილეობა მიიღონ საკოორდინაციო შტაბის მუშაობაში", - განაცხადა დავით ბაქრაძემ ბრიფინგზე.

XS
SM
MD
LG