Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო სამეთვალყურეო მისიის შეფასებები კრიტიკულია


შეინიშნებოდა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა და წინასაარჩევნო კამპანიაში სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენელი მაღალჩინოსნების მონაწილეობა, - აღნიშნულია საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნაში, რომელსაც მოამზადა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) მისმა პარტნიორებმა: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ, ევროპარლამენტმა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ. მართალია წინასწარ დასკვნაში აღნიშნულია, რომ „არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და მაღალპროფესიულ დონეზე იყო ადმინისტრირებული“ და „ამომრჩევლებმა საკუთარი არჩევნის გაკეთება შეძლეს“, მაგრამ იქვე აღნიშნულია, რომ „შემოწირულობებს შორის არსებული საგრძნობი სხვაობა და ხარჯვის მეტისმეტად მაღალი მაჩვენებლები ხელს უწყობდა არათანაბარი პირობების შექმნას საასპარეზო მოედანზე“.

მართალია, საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნაში აღნიშნულია, რომ „კენჭისყრის დღემ საერთო ჯამში პროფესიონალურად მაღალ დონეზე, მოწესრიგებულად და გამჭვირვალედ ჩაიარა“, მაგრამ ასევე შეინიშნებოდა: პროცედურული ხარვეზები და ამომრჩევლებზე ზემოქმედების მოხდენის მცდელობა პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერების, პარტიების სახელით მოქმედი მეთვალყურეებისა და მედიასაშუალებების მხრიდან.

XS
SM
MD
LG