Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრებმა უარი თქვეს შეთანხმებაზე ბირთვული იარაღის აკრძალვის შესახებ


აშშ-მა, ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ჩინეთმა და რუსეთმა უარი თქვეს ბირთვული იარაღის აკრძალვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებაზე. ამის შესახებ ნათქვამია გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრის ერთობლივ განცხადებაში. განცხადების ავტორები ბირთვული იარაღისაგან მსოფლიოს გასათავისუფლებლად საუკეთესო გზად მიიჩნევენ ეტაპობრივ პროცესს, რომელიც ითვალისწინებს ვითარებას საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში. ხელისმომწერი ქვეყნები ასევე აღნიშნავენ, რომ ბირთვული იარაღის აკრძალვის შესახებ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ძირითად პრობლემებს, რომლებიც უნდა მოგვარდეს ბირთვული იარაღის მსოფლიო არსენალის სტაბილურად შესაკვეცად.

XS
SM
MD
LG