Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერკელი პოლიტიკიდან მიდის 2021 წელს კანცლერობის ვადის ამოწურვის შემდეგ


გერმანიის კანცლერმა, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) ლიდერმა ანგელა მერკელმა თანაპარტიელებს გამოუცხადა, რომ არ აპირებს არც კანცლერად დარჩენას და არც პარლამენტის წევრობას 2021 წელს კანცლერის თანამდებობაზე ამჟამინდელი ვადის ამოწურვის შემდეგ. პარტიის ლიდერების დახურული სხდომის შემდეგ მერკელმა ჟურნალისტებს უთხრა ასევე, რომ აპირებს ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომას დეკემბერში, როცა პარტია ახალ ლიდერს აირჩევს. კანცლერის განცხადება მოჰყვა ბოლო კვირების რეგიონულ არჩევნებში მისი პარტიის მაჩვენებლების მკვეთრად გაუარესებას. ჰესენის მხარეში 28 ოქტომბრის არჩევნების შედეგად, ქრისტიან-დემოკრატებმა 10 პროცენტზე მეტი დაკარგეს და მანამდე, 14 ოქტომბერს იგივე მოხდა ბავარიაში, სადაც მიშვნელოვნად დასუსტდა ქრისტიან-სოციალური კავშირი. მერკელი 2000 წლიდან არის პარტიის თავმჯდომარე, ხოლო 2005 წლიდან - ფედერალური მთავრობის მეთაური, ანუ კანცლერი.

XS
SM
MD
LG