Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NDI-ის სადამკვირვებლო მისია 28 ოქტომბრის არჩევნების პროცესს აფასებს


ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნების დღემ საქართველოში ძირითადად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა წინასაარჩევნო პერიოდი გამოირჩეოდა არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმითა და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების სავარაუდო ფაქტებით. NDI-ის სადამკვირვებლო ჯგუფმა, ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან ერთად საგანგებოდ გამოკვეთა არჩევნების დღეს საარჩევნო უბნების გარეთ კანდიდატების აქტივისტების მასშტაბური მობილიზების საკითხი:“ეს პრაქტიკა უმეტესად ქართული ოცნების წარმომადგენლებს ეხებათ. მიუხედავად იმისა, რომ ამომრჩევლების მობილიზება უკანონო ქმედება არ არის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ეს ამომრჩევლებზე ზეწოლად შეაფასეს. შეშფოთებას იწვევს წინასაარჩევნოდ არსებული პრაქტიკა, რაც საჯარო მოხელეებისთვის ინსტრუქციის მიცემას გულისხმობდა, რათა სალომე ზურაბიშვილისთვის ხმა მიეცათ და მისი მხარდამჭერების მობილიზებისთვისსაკუთარი ოჯახის წევრების სია წარედგინათ“-აღნიშნულია NDI-ის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში.

NDI-ის ანგარიშში აღნიშნულია ისიც,რომ ამომრჩევლებს პოლიტიკური არჩევნის გაკეთების საშუალება ჰქონდათ, დინამიურად და აქტიურად წარიმართა საარჩევნოკამპანიაც, თუმცა იგი მწვავე კრიტიკითა და პირადი თავდასხმებით იყო გაჯერებული. ანგარიში აქცენტს აკეთებს ასევე მედიაგარემოს პოლარიზებასა და ზოგიერთი მედია საშუალების ფინანსური, სამართლებრივი და პოლიტიკური წნეხის ქვეშ მოქცევის პრობლემაზე.ანგარიშის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კვლავ გადაუჭრელი დარჩა არათანაბარ პირობებთან და ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები.

დელეგაცია აღიარებს, რომ არჩევნების სანდოობასა და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას მხოლოდ საქართველოს მოსახლეობა შეაფასებს.

XS
SM
MD
LG