Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობა არჩევნების მეორე ტურისთვის მხარდამჭერების მობილიზებას იწყებს


პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ მმართველი პარტია პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში უზრუნველყოფს იმ მხარდამჭერების მობილიზებას, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზის გამო არ მიიღეს მონაწილეობა 28 ოქტომბერს გამართულ არჩევნებში.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ქართული საზოგადოებისგან მივიღეთ მკაფიო გზავნილი ჩვენს შეცდომებზე და იმაზე, თუ რა კონკრეტული მოლოდინები აქვს ჩვენს საზოგადოებას იმ კონკრეტულ გამოწვევებთან დაკავშირებით, რაც მათ აწუხებთ, აწუხებს მათ ოჯახებს. ამ არჩევნებმა ბევრი რამ დაგვანახა, რომ ამავე დროს ქვეყანაში ბევრი რამ შესაცვლელია უმოკლეს დროში. საზოგადოების ეს გზავნილი მიღებული და გააზრებულია“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ, რომელიც საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს გამოეხმაურა.

„მეორე ტურში, ყველა ჩვენ ერთად აღვნიშნავთ იმ ღირებულებებისა და ფასეულობის გამარჯვებას, რისთვისაც ჩვენ ყველანი ერთად ვიბრძოდით. ჩვენი სამშობლოს ხვალინდელ დღეს განსაზღვრავს მხოლოდ ქართველი ერი და ეს არჩევანი აუცილებლად იქნება საწინდარი ჩვენი ქვეყნის გამთლიანების, აღმშენებლობის, საზოგადოების კონსოლიდაციის, შეუქცევადი დემოკრატიული განვითარების, ისეთის, როგორიც ეკადრება ჩვენს ტრადიციებს, ისტორიას და მომავალს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

XS
SM
MD
LG