Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმის უკანონო მმართველები აპირებენ მეჯლისის ქონების რუსული ორგანიზაციისათვის გადაცემას


სიმფეროპოლი, ყირიმელ თათართა მეჯლისის შენობა
სიმფეროპოლი, ყირიმელ თათართა მეჯლისის შენობა

რუსეთთან უკანონოდ მიერთებული ყირიმის მმართველები აპირებენ ყირიმელი თათრების წარმომადგენლობითი ორგანოს, მეჯლისის ქონების სხვა ორგანიზაციისთვის - ყირიმელ მუსლიმთა სასულიერო მმართველობისათვის - გადაცემას. ეს ორგანიზაცია რუსეთის კონტროლს ექვემდებარება. მეჯლისის ქონებასთან დაკავშირებული გეგმის შესახებ ორშაბათს გამოაცხადა ყირიმის რუსული მთავრობის მეთაურმა სერგეი აქსიონოვმა. მეჯლისის მმართველები ჯერ არ გამოხმაურებიან აქსიონოვის განცხადებას. სიმფეროპოლში მეჯლისის შენობა სარგებლობაში რუსეთს გადაეცა მალევე 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ. 2016 წლის 26 აპრილს მეჯლისი „ექსტრემისტულ ორგანიზაციად“ გამოაცხადეს და აკრძალეს რუსეთის ტერიტორიაზე. ჰააგის სასამართლომ მოსკოვს დააკისრა ვალდებულება, ბოლო მოუღოს რეპრესიებს ყირიმელი თათრებისა და ეთნიკური უკრაინელების წინააღმდეგ, აღადგინოს მეჯლისი და უკრაინულ ენაზე სწავლება. რუსეთს დღემდე არ შეუსრულებია ეს მოთხოვნები.

XS
SM
MD
LG