Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს სასამართლო სუს-ის წინააღმდეგ თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების სარჩელს განიხილავს


თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები
თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები

თბილისის საქალაქო სასამართლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების, აიზა მარგოშვილისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის სარჩელს განიხილავს. სასამართლოს წინაშე მოსარჩელის ინტერესებს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ წარადგენს. სარჩელში თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები მათი გარდაცვლილი შვილის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის საკითხზე დავობენ.

„2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ საჯარო განცხადებებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სათანადო დათქმის გარეშე, მტკიცებით ფორმაში უთითებდა თემირლან მაჩალიკაშვილის დანაშაულებრივ კავშირებზე და წარმოადგინა ფრაგმენტული ვიდეო და ფოტო მასალა, რომელიც მასში წარმოდგენილი ინფორმაციის არასწორ ინტერპრეტაციას იძლეოდა და მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს არ განმარტავდა. აღსანიშნავია, რომ იგივე შინაარსის და პრობლემატიკის განცხადებები შემდგომში სხვა საჯარო პირებმაც, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთეს, რაც მაჩალიკაშვილის დამნაშავედ წარმოჩენას და ნეგატიური წარმოდგენების კულტივირებას ახდენდა“-აღნიშნულია ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის განცხადებაში.

სასამართლო დავის ფარგლებში თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები მიზნად ისახავენ გარდაცვლილი შვილის ღირსების დაცვას, საზოგადოებაში მისი სახელის რეაბილიტაციას, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე გაკეთებული განცხადებების შედეგად მინიჭებული სტიგმის მოშორებას და მის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის ფაქტის აღიარებას.

XS
SM
MD
LG