ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია „Fox News“-ის გადაცემაში განაცხადა, რომ შესაძლოა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „რუსეთის ჩარევის“ საქმეზე სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის შეკითხვებს უპასუხოს.
ოქტომბრის შუა რიცხვებში CNN იტყობინებოდა, რომ მიულერმა ტრამპს მისი საპრეზიდენტო კამპანიის თანამშრომლების რუსეთთან სავარაუდო შეთქმულების საკითხზე შეკითხვები გაუგზავნა. ამერიკული მედია ასევე აღნიშნავდა, რომ მიულერი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან გასაუბრებას მოინდომებდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ძირითადი დასკვნები საქმეზე ნოემბრის შუა რიცხვებში იქნება წარმოდგენილი, კონგრესის შუალედური არჩევნების შემდეგ.