Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნული ბანკის რეგულაციები 1-ლი ნოემბრიდან ძალაში აღარ შევა


ეროვნულ ბანკის თანახმად, ტექნიკური საკითხების განხილვის დასრულების შემდეგ გადაწყდება, როდიდან შევა ძალაში რეგულაციები, რომლებიც ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემისას დამატებით შეზღუდვებს აწესებდა. რეგულაციების ამოქმედება მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან იგეგმებოდა. არსებული პროექტის თანახმად, ყველა ბანკისთვის სავალდებულო ხდებოდა სესხის აღების მსურველის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის ჩატარება, იცვლებოდა სესხის მოცულობის ლიმიტები და კოეფიციენტები, უძრავი ქონების უზრუნველყოფით სესხის გაცემა შესაძლებელი ხდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელს ან თანამსესხებელს საკუთრებაში აქვს ერთზე მეტი საცხოვრებელი უძრავი ქონება და სხვა. ამას გარდა მაქსიმუმ 15 წლიანი ლიმიტი წესდებოდა იპოთეკაზე, მაქსიმუმ 6 წლიანი ხდებოდა ავტოსესხი და ა.შ.

პირველი ნოემბრიდან რეგულაციები მხოლოდ საბანკო სექტორზე უნდა გავრცელებულიყო.​ საქართველოს ეროვნულ ბანკში განმარტავენ,რომ მუშაობა მიმდინარეობს რეგულაციების გამარტივების კუთხითაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG