რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა მას მერე, რაც ჩრდილოეთის ქალაქ მურმანსკში ჩაიძირა ერთადერთი მცურავი დოკი, რომელშიც ავიამზიდ „ადმირალ კუზნეცოვის“ შეკეთება იყო შესაძლებელი. დაკარგულია ერთი პირი, ოთხი დაშავდა. ინციდენტი მოხდა 30 ოქტომბერს, ღამე, ხომალდის წყალზე დაშვებისას ელექტროდენის მიწოდების მკვეთრი დაცემის გამო. რუსეთის მედიის თანახმად, დენის გამორთვას მოჰყვა ტუმბოების შეჩერება, დოკის ცისტერნები წყლით გაივსო და დოკმა ჩაძირვა დაიწყო, რის შედეგადაც წაიქცა ამწე კრანები, რომელთაგან ერთი ავიამზიდს დაეცა. რუსეთის ფლოტში ერთადერთი ავიამზიდისთივის მიყენებულ ზარალს ადგენენ. „ადმირალმა კუზნეცოვმა“ ორი თვითმფრინავი დაკარგა სირიის სანაპიროსთან 2017 წელს. ხომალდის შეკეთების შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კონტრაქტს ხელი მოაწერა 2018 წლის აპრილში და ის 2020 წლისთვის მზად უნდა ყოფილიყო. ავიამზიდის ექსპლუატაცია 1991 წელს დაიწყო. მცურავი დოკი 1980 წელს შვედეთში ააგეს საბჭოთა კავშირის დაკვეთით. 2001 წელს ის იქნა გამოყენებული წყლის ზედაპირზე წყალქვეშა ნავის, „კურსკის“ ამოსაყვანად.
რუსეთში ერთი პირი დაკარგულია, ოთხი დაშავდა დოკის ჩაძირვის დროს ავიამზიდ „ადმირალ კუზნეცოვის“ შეკეთებისას

ყველაზე პოპულარული
1