Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი პროვოკაციაზე საუბრობს


ენზელ მკოიანი
ენზელ მკოიანი

ახალქალაქში მომხდარ ძალადობრივ ქმედებებს დაგეგმილს უწოდებს პარლამენტის წევრი ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი. იგი ნაციონალურ მოძრაობას და მათ თავმჯდომარეს ახალქალაქში პროვოკაციულ ქმედებებში ადანაშაულებს. ,,წუხელ ღამის ორ საათზე, მელიქ რაისიანი და მისი ბიჭი, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებთან ერთად არაფხიზელ მდგომარეობაში მოვიდნენ ბენზინგასამართ სადგურზე, დაიწყეს ქალბატონ სალომეს პლაკატების ჩამოხევა, უკანასკნელი სიტყვებით დაიწყეს სალომე ზურაბიშვილის, ბიძინა ივანიშვილის, პარტია 41 ნომრის ლანძღვა. იმუქრებოდნენ, რომ 2 დეკემბერს, თუ ხმას არ მისცემთ ხუთ ნომერს, მოვალთ ხელისუფლებაში და გაგანადგურებთ, ამის თქმის მერე წავიდნენ. ეს ყველაფერი კამერებმა გადაიღეს. დილით, როცა ახალგაზრდებმა გაიგეს მომხდარის შესახებ, წავიდნენ მათ შტაბთან და დაიწყეს შიშველი ხელებით ჩხუბი. პატარა ინციდენტი მოხდა, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა. ჩემი ძმა ამ დროს იყო ჩემს სახლში, მე ვცხოვრობ შტაბიდან დაახლოებით 50 მეტრში. როცა ჩხუბის ხმა გაიგო, წავიდა ვითარების გასარკვევად. ეს პროვოკაციაა, რომელიც სამი დღის წინ დაიწყო და ჯერ კიდევ გრძელდება. რაისიანის ბიჭი ამ ინციდენტამდე ორჯერ მივიდა საოლქო საარჩევნო კომისიაში, ეჩხუბებოდა წევრებს, ამის ფაქტები არსებობს. არჩევნების დღეს შედიოდა უბნებზე და ასევე ეჩხუბებოდა აქტივისტებს, რატომ უჭერთ მხარს ქალბატონ სალომეს. მათ შორის იყვნენ გოგონებიც, რომლებიც ჩემთან ტირილით მოვიდნენ, რომ ნუთუ კანონი არ დაგვიცავს ჩვენ, მერე რა რომ ქალები ვართო. რაისიანი იმუქრებოდა, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ ყველას მოგივლითო“,- განაცხადა ენზელ მკოიანმა.

ახალქალაქის გაერთიანებული ოპოზიციის შტაბს თავს დაესხნენ. ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, დაახლოებით 30–მდე აქტივისტი, ახალქალაქი–ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის ძმის ხელმძღვანელობით, თავს დაესხა ოფისში მყოფ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს. თავდამსხმელები ხელკეტებითა და ჯოხებით იყვნენ შეიარაღებული. ფიზიკური დაპირისპირების დროს დაშავებული 5 ადამიანი, საავადმყოფოში მოხვდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG