Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი: პირველ ტურში პირველი ადგილი არის გამარჯვება


ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მზად არის მეორე ტურისათვის.
ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მზად არის მეორე ტურისათვის.

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებად მიაჩნია საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მიღწეული შედეგი. როგორც მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, პირველ ტურში პირველი ადგილიმს მოპოვება არის გამარჯვება - „ძალიან ბინძური კამპანიის“, "ცილისწამების", "რუსული ტეხნოლოგიისათვის" დამახასიათებელი ქმედებების მიუხედავად. მან თავისი მეტოქე, რომელსაც არჩევნების მეორე ტურში დაუპირისპირდება, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მოიხსენია რუსეთთან კავშირის კონტექსტში. ზურაბიშვილმა, მაგალითად, აღნიშნა: ვაშაძეს და რუსეთს ხომ არ დავუთმობ ქვეყანასო, რასაც დარბაზში შეკრებილების ტაში და შეძახილები „არა! არა!“ მოჰყვა. რამდენიმეწუთიან გამოსვლაში ზურაბიშვილმა ახსენა ტელეკომპანია "რუსთავი 2", რომელიც - მისი თქმით - ამბობს, თითქოს ზურაბიშვილი თავისი კანდიდატურის მოხსნას აპირებდეს. ეს მართალი არ არისო, თქვა ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ მზად არის მეორე ტურისათვის.

XS
SM
MD
LG