Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გია ვოლსკი: წინასაარჩევნო ბატალიები დაემსგავსა გლადიატორების ბრძოლას


პოლიტიკური მოძრაობა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ წინასაარჩევნო ბატალიები გლადიატორების ბრძოლას შეადარა. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მან განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი აგრესიისა და სიტყვიერი თავდასმების ობიექტი იყო საპრეზიდენტო არჩევნების განვლილი კამპანიის განმავლობაში.

„ამხელა დეზინფორმაცია, რაც მოვისმინეთ, მე არ გამიგია. ადამიანები გვპრდებიან სამოქალაქო დაპირისპირებას, დანგრევას ყველაფრის და ამ ნანგრევებზე იმ ხელისუფლების აშენებას, რაც თითონ აწყობთ და გვეუბნებიან, თქვენ თავად ქადაგებთ ამასო“, განაცხადა გია ვოლსკიმ.

„ადამიანებმა, რომლებმაც აგვისტოს ომის წინ 7, 8 აგვისტოს 12 საათამდე გვარწმუნებდნენ, რომ რუსეთი არ შემოდის და ამ სეპარატისტებს 2 საათში მოვუღებთ ბოლოს, ესენი გვეუბნებიან, რომ თურმე სალომე ზურაბიშვილს უთქვამს რომ დაპირისპირებისკენ მივყავდით ამ დაძაბულ რიტორიკას, როცა მთელი მსოფლიო იმავეს ამბობს“- აღნიშნა გია ვოლსკიმ.

პარლამენტის პლენარულ სხდომა პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა.

XS
SM
MD
LG