Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგი კაპანაძე:წააგეთ იმიტომ, რომ გახდით ერთი ადამიანის კაპრიზებზე მოსიარულე ძალა


საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრმა სერგი კაპანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, არჩევნების შედეგებზე დაყრდნობით გამოიტანოს დასკვნები. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მარცხი საპრეზიდენტგო არჩევნებში გამოიწვია იმან, რომ ის გახდა „ერთი ადამიანის კაპრიზებზე მოსიარულე ძალა“.

„ვერც ერთი სერიოზული პრობლემა, რომელიც ქვეყნის წინაშე იდგა, თქვენ ვერ გადაჭერით. მაშინ როცა თქვენ ებრძოდით ავტორიტარიზმს, ჩამოყალიბდით ზუსტად ისეთივე ავტორიტარულ მმართველ ძალად, როგორიც არ მოგწონდათ წინა ცხრა წლის გაანმავლობაში. წააგეთ იმიტომ, რომ გახდით ერთი ადამიანის კაპრიზებზე მოსიარულე ძალა. რომელმაც ისე გადაწყვიტა ვინ შეერჩია კანდიდატად, რომ არც კი გკითხათ. რომელმაც ისე მოხსნა პრემიერ მინისტრები, რომ არც ეს გკითხათ და რომელიც ხვალ და ზეგ დადგება და ისე მოგისვრით აქედან უმრავლესობას, რომ არც კი გკითხავთ. ამას უთხრა ქართველმა ხალხმა უარი“- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG