Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატრიარქი ფილარეტი იმედოვნებს, რომ საქართველოს ეკლესია მხარს დაუჭერს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას


უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (კიევის საპატრიარქო) პატრიარქი ფილარეტი იმედოვნებს, რომ საქართველოს მართლმამდიდებელი ეკლესია მხარს დაუჭერს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას. ასე უპასუხა მან რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის შეკითხვას იმის შესახებ, თუ რას მოელის საქართველოს ეკლესიისაგან.

„გვსურს შევახსენოთ მათ, რომ იყო დრო, როცა რუსეთის სახელმწიფომ მოსპო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და თბილისში დანიშნა რუსი ეგზარქოსი. ამდენად, საქართველოს ეკლესიას უნდა ახსოვდეს ისტორია. ასეთივე ისტორიას გადის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია. რა გვსურს საქართველოს ეკლესიისასგან? გვსურს, რომ როცა უკრაინის ეკლესია მიიღებს ავტოკეფალიის ტომოსს, საქართველოს ეკლესია შევიდეს ლოცვის ერთობაში უკრაინის მარლმადიდებელ ეკლესიასთან. და ჩვენ გვაქვს ამის იმედი, რადგან ქართველი ხალხი ისევე უჭერს მხარს უკრაინელ ხალხს, როგორც უკრაინელი ხალხი ქართველ ხალხს. ამის საფუძველზე ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ეკლესია მხარს დაუჭერს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას“, განაცხადა პატრიარქმა ფილარეტმა.

კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს წმინდა სინოდმა მიმდინარე თვეში პატრიარქ ფილარეტს მოხსნა ანათემა, რომელზეც ის 1997 წელს გადასცა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ. მოგვიანებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება უკრაინისათვის ავტოკეფალიის ტომოსის მინიჭების თაობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG