Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

6 წლის ბავშვი დაიღუპა ქედაში ქვის კარიერის აფეთქების შედეგად


ქედაში, ქვის კარიერის აფეთქებამ 6 წლის ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. უბედური შემთხვევა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანში მოხდა. თვითმხილველებმა სააგენტო ინტერპრესნიუსს უთხრეს, რომ აფეთქების დროს ბავშვი კარიერიდან დაახლოებით ას მეტრში, საკუთარი სახლის ეზოში თამაშობდა, ქვა მოხვდა და ადგილზე გარდაიცვალა.

რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ უბედური შემთხვევა 18 საათის შემდეგ მოხდა. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო, ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. შსს-ს ცნობით, დაწყებულია შესაბამისი ექსპერტიზა. გამოკითხვაზე დაიბარეს ქვის მომპოვებელი კომპანიის წარმომადგენლები.

ქედის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან გორგილაძემ რადიო თავისუფლებას ვერ დაუსახელა კომპანია, რომელიც კარიერზე მუშაობს. მერის თქმით, ადგილზე ქსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ და დეტალებს დაადგენენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG