Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ბიზნესის კეთების" რეიტინგში საქართველო სამი ადგილით დაწინაურდა


მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა "ბიზნესის კეთების" 2019 წლის რეიტინგი, რომელშიც 190 ქვეყანას შორის, საქართველომ ამჟამინდელი მეცხრე ადგილიდნ მეექვსეზე გადაინაცვლა. პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ რეიტინგში საქართველოს წინსვლა ადასტურებს ეკონომიკური რეფორმების წარმატებას და ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია მსოფლიო ეკონომიკასთნ ინტეგრაციის მიმართულებით. ბახტაძის თქმით, სწორედ ასეთი წარმატებები დაეხმარება საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებასა და რეგიონულ ეკონომიკურ ცენტრად ჩამოყალიბებაში, რაც უმთავრესი ეკონომიკური გამოწვევის - სიღარიბის დაძლევის წინაპირობაა. ამავე ბრიფინგზე სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა მერსი ტემბონმა განაცხადა, რომ "ბიზნესის კეთების" რეიტინგში საქართველოს დაწინაურება ნიშნავს, რომ საქართველო ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ყველაზე მაღალი ნდობის მქონე ეკონომიკაა და ბიზნესისთვის უსაფრთხო და სანდოა.

XS
SM
MD
LG