Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი თავშესაფრის მაძიებელთა მიმართ პოლიტიკის გამკაცრებას აპირებს


აშშ თავშესაფარს არ მისცემს უცხოელებს, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე შევლენ ოფიციალური გამშვები პუნქტების გევრდის ავლით. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაბამის განკარგულებას ხელს მომავალ კვირაში მოაწერს. დღეს მოქმედი კანონით, იმიგრანტებს აშშ-ისთვის თავშესაფრის თხოვნა შეუძლიათ იმის მიუხედავად, რა გზით აღმოჩნდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე. პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო განიხილავს მხოლოდ მათ მიმართვას, ვინც აშშ-ის საზღვარი ოფიციალური გამშვები პუნქტების გავლით გადაკვეთა. დონალდ ტრამპმა ცენტრალური ამერიკის ქვეყნებიდან აშშ-ისკენ მიმავალი მიგრანტების ქარავანს მოუწოდა, დღესვე უკან დაბრუნდნენ. ტრამპის განცხადებით, ქარავანში, რომელიც ამჟამად აშშ-ის საზღვრიდან დაახლოებით 1400 კილომეტრში იმყოფება, ბევრი ახალგაზრდა და ძლიერი მამაკაცია, რომლებიც არ არიან თავშესაფრის კანონიერი მაძიებლები. დონალდ ტრამპის თქმით, თავშესაფრის მიცემა დაცვის განსაკუთრებული ზომაა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სახელმწიფო დონეზე იდევნებიან. აშშ-ის პრეზიდენტი ძალის გამოყენებით დაემუქრა მიგრანტებს, რომლებიც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას შეეცდებიან.

რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აპირებს გააუქმოს საკონსტიტუციო ნორმა, რომელიც აშშ-ის ტერიტორიაზე დაბადებულ ნებისმიერ ადამიანს ანიჭებს მოქალაქეობის უფლებას.

XS
SM
MD
LG