Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქედაში ბავშვის დაღუპვის გამო დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ


ქედის მუნიციპალიტეტში ქვის კარიერის აფეთქების შედეგად 6 წლის ბიჭის დაღუპვის საქმეზე დაკავებული თურქეთის სამი მოქალაქე ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს - ამის შესახებ ჟურნალისტებს აცნობა ადვოკატმა მალხაზ ზოიძემ. მისი ინფორმაციით, ბრალდებულთა აღწერით არ იკვეთება დანაშაულებრივი ქმედება. ადვოკატის განცხადებით, დაკავებული პირები მხოლოდ შავ სამუშაოს ასრულებდნენ, რაიმე სხვა სახის სამუშაოს წარმოების კვალიფიკაცია არ ჰაონდათ და არც პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ.

31 ოქტომბერს, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანში მდებარე კარიერზე აფეთქებისას გასროლილმა ქვამ ახლომდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში 6 წლის ბავშვი იმსხვერპლა. 1 ნოემბერს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფეთქებადი ნივთიერების წესების დარღვევით გამოყენების ფაქტზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქე. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიების პროცესში მტკიცებულებების მოპოვების შედეგად შესაძლოა, გამოიკვეთოს სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც.

XS
SM
MD
LG