Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალქალაქის ინციდენტის გამო ბრალს ორივე მხარეს წარუდგენენ


გიორგი გახარია
გიორგი გახარია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას ინფორმაციით, ახალქალაქში მომხდარი ინციდენტის გამოძიების პროცესში იყო გარკვეული პრობლემები, როცა დაზარალებული მხარე არ თანამშრომლობდა გამოძიებასთან და ჩვენებას არ აძლევდა.

„ეს იყო დროში გაჭიმული პროცესი. თუმცა, როგორც ვიცი, დღეს ეს პროცესი დასრულდება, სტანდარტი შეიქმნება და ბრალი წარედგინება ორივე მხარეს, თუ არ ვცდები“, - უთხრა ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ. რაც შეეხება ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი მხარის განცხადებას პროვოკაციის შესახებ, გახარიას თქმით: „პროვოკაცია არ ნიშნავს იმას, რომ ფიზიკური ზემოქმედება უნდა მოახდინო ადამიანზე, თუმცა არც პროვოკაციაა სასურველი და სახარბიელო.“

30 ოქტომბერს, ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია“ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, მათ შორის დეპუტატი ენზელ მკოიანი დაადანაშაულა ახალქალაქში, გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტებზე ფიზიკურ ანგარიშსწორებაში. თავის მხრივ, ახალქალაქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ენზელ მკოიანმა ძალადობის პროვოცირებაში ბრალი დასდო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს.

XS
SM
MD
LG