პაკისტანის მთავარ ქალაქებში ისლამისტებს 2 ნოემბერს მესამე დღეა გადაკეტილი აქვთ მთავარი გზები პროტესტის ნიშნად, რაც უკავშირდება ქრისტიანი, მკრეხელობისთვის სიკვდილმისჯილი ქალის გამართლებას სასამართლოს მიერ. პაკისტანის ტაჰრიკ - ე ლაბაიკის პარტია თვლის, რომ მთავრობასთან მოლაპარაკება ჩაიშალა და მოუწოდა მომხრეებს, პოლიციასთან დაპირისპირებისთვის მზად იყვნენ. პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, იმრან ხანმა საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებს ტელევიზიით მიმართა 1 ნოემბერს და თქვა, რომ მთავრობა გაგრძელებულ ბლოკადას არ შეურიგდება და იმოქმედებს მის წინააღმდეგ. ოქტომბრის შუა რიცხვებში პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა განაჩენი, გამოტანილი ქრისტიანი ქალისათვის, რომელსაც მკრეხელობისათვის სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება მიჩნეულია საკვანძო მნიშვნელობის ნაბიჯად, რომელიც ფართო რეზონანსს იწვევს. 2010 წელს ლაჰორის სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანაბიბის, ოთხი შვილის დედას, მოციქულ მუჰამედის შეურაცხყოფისათვის. ხოლო უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბიბი, რომელიც უსაფრთხოების მოსაზრებებით, გასაიდუმლოებულ ადგილას ჰყავთ დაკავებული, უნდა გაათავისუფლონ.
პაკისტანში არ წყდება ისლამისტების პროტესტი მკრეხელობისთვის სიკვდილმისჯილი ქრისტიანი ქალის გამართლების გამო

ყველაზე პოპულარული
1