Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრალი წაუყენეს ზუგდიდის ყოფილ მერსა და ვიცე-მერს


ლაშა გოგია
ლაშა გოგია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილ მერს ლაშა გოგიას და ყოფილ ვიცე-მერს გია გულორდავას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. ისინი ეჭვმიტანილი არიან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში. გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის პირველ ნახევარში, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, რომლებიც იმ პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის და ვიცე-მერის თანამდებობებს იკავებდნენ, ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა - 21 500 აშშ დოლარი. ბრალდებულთა ადვოკატების თქმით, გოგია და გულორდავა ბრალს არ აღიარებენ.

XS
SM
MD
LG