Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენიმე პირს წარუდგინეს ბრალი ახლაქალაქში მომხდარი ჩხუბისთვის


ენზელ მკოიანი
ენზელ მკოიანი

ახალქალაქში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით 5 პირს ბრალი წარედგინა, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ 2 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებაში. 30 ოქტომბერს, ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია“ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, მათ შორის დეპუტატი ენზელ მკოიანი დაადანაშაულა ახალქალაქში, გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტებზე ფიზიკურ ანგარიშსწორებაში. თავის მხრივ, ახალქალაქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ენზელ მკოიანმა ძალადობის პროვოცირებაში ბრალი დასდო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს. გამოძების მიხედვით დგინდება, რომ დაპირისპირების მიზეზი გახდა 30 ოქტომბერს, ღამის საათებში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მიერ რამდენიმე ავტოგასამართ სადგურზე საარჩევნო პლაკატების ჩამოხევა, რის შემდეგაც მათ ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე სადგურის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. „გამოძიება საწყის ეტაპზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო, რაც შემდგომში გადაკვალიფიცირდა და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით გრძელდება“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG