Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიო პატრიარქის წარმომადგენელის განცხადებამ რუსეთის ეკლესია აღაშფოთა


კონსტანტინოპოლის მსოფლიოს საპატრიარქოს მაღალი რანგის წარმომადგენელმა, არქიეპისკოპოსმა იობმა განაცხადა, რომ კოსნტანტინოპოლის საპატრიარქოს გაკვეული პირობების შემთხვევაში, შეუძლია ჩამოართვას ავტოკეფალია და საპატრიარქოს სტატუსი რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. იობმა ბიბისისთან ინტერვიუში აღნიშნა ასევე, რომ მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესია, იურიდიული თვალსაზრისით, უკრაინაში ამიერიდან უკვე აღარ იმყოფება, ხოლო ყველა უკრაინელი ღვთისმსახური უნდა დაემორჩილოს მსოფლიო პატრიარქს. არქიეპისკოპოსის თქმით, თუ რუსეთის ეკლესია ეჭვქვეშ აყენებს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს უფლებას, მიანიჭოს უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია, მაშინ რუსეთის ეკლესიამ „უარი უნდა თქვას საკუთარ ავტოკეფალიაზე, ვინაიდან საპატრიარქოს სტატუსი მას ებოძა მსოფლიო პატრიქრის იერემიასაგან მე-16 საუკუნეში“. რუსეთის პატრიარქ კირილეს პრესმდივანი ალექსანდრ ვოლკოვი მალევე გამოეხმაურა არქიეპისკოპოს იობს და დასძინა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია შეშფოთებულია ამ სიტყვების ავტორის „სულის მდგომარეობით და სულიერი ჯანმრთელობით“.

XS
SM
MD
LG