Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტმა და მსოფლიო პატრიარქმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის შეთანხმებას


3 ნოემბერს სტამბოლში, მსოფლიო პატრიარქის რეზიდენციაში, უკრაინის პრეზიდენტმა და კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას, რომელსაც პოროშენკომ უწოდა ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა. თავის მხრივ პატრიარქმა ბართლომემ განაცხადა, რომ ავტოკეფალიის შესახებ გადაწყვეტილება უკრაინაში მცხოვრებ ყველა მართლმადიდებელს გაერთიანებისაკენ წაიყვანს. დღესდღეობით უკრაინაში მოქმედებს რამდენიმე მართლმადიდებელი ეკლესია, მათ შორის მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია. 11 ოქტომბერს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა გამოთქვა მზადყოფნა უკრაინის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების თაობაზე მას შემდეგ, რაც ის შეიქმნება. პასუხად რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ შეწყვიტა ევქარისტიული ურთიერთობა მსოფლიო პატრიარქთან. 21 ნოემბერს კიევში გაიმართება საეკლესიო საბჭოს სხდომა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნის თაობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG