Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი იწყებს საკუთარი გამანადგურებელი თვითმფრინავების წარმოებას


პრეზიდენტი როუჰანი "კოვსარის" კაბინაში
პრეზიდენტი როუჰანი "კოვსარის" კაბინაში

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, თეირანმა დაიწყო ადგილობრივი სპეციალისტების მიერ შექმნილი გამანადგურებელი თვითმფრინავების, „კოვსარების“, წარმოება. აქამდე ირანს შეიარაღებაში ჰქონდა როგორც ამერიკაში გამოშვებული, ისე რუსეთის "სუხოის" საკონსტრუქტორო ბიუროს მიერ წარმოებული გამანადგურებლები.

ირანის თავდაცვის მინისტრმა ამირ ჰატამიმ განაცხადა, რომ ირანული საწარმოო ციკლის ამოქმედება ხაზს უსვამს ქვეყნის შესაძლებლობებს „მტრების მიერ დაწესებული“ სანქციების მიუხედავად. „მალე გამოვუშვებთ საჭირო რაოდენობის თვითმფრინავებს და ჩავაყენებთ მათ საჰაერო ძალების სამსახურში“, განაცხადა ჰატამიმ 3 ნოემბერს პირველი თვითმფრინავის „კოვსარის“ საცდელი ფრენისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე.

მანამდე, აგვისტოს თვეში პირველი მოდელი უშუალოდ მოინახულა ქვეყნის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ. ირანელი სპეციალისტების მიერ შექმნილი გამანადგურებელი თვითმფრინავის ინაუგურაცია გაიმართა ერთი დღის შემდეგ, რაც აშშ-მა განაცხადა, რომ 5 ნოემბრიდან ხელახლა აამოქმედებს სანქციებს ირანის საავიაციო მშენებლობის, საფინანსო და ენერგეტიკული სექტორების წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG