Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლოს მიერ გამართლებულ ქრისტიან ქალს აუკრძალეს პაკისტანის დატოვება


მკრეხელობისათვის ბრალდებულ ქრისტიან ქალს, რომელიც ოქტომბრის ბოლოს სასამართლომ გაამართლა, განაჩენის გადახედვის მოლოდინში აეკრძალა ქვეყნის დატოვება. ეს აკრძალვა ნაწილია იმ გარიგებისა, რასაც მიაღწიეს პაკისტანის მთავრობამ და უკომპრომისო კურსის პარტიამ, რომელიც დგას ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციების უკან. პაკისტანის მთავარ ქალაქებში ისლამისტებს მესამე დღეა გადაკეტილი აქვთ მთავარი გზები პროტესტის ნიშნად, რაც უკავშირდება ქრისტიანი, მკრეხელობისთვის სიკვდილმისჯილი ქალის გამართლებას სასამართლოს მიერ. 31 ოქტომბერს პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა განაჩენი, გამოტანილი ქრისტიანი ქალისათვის, რომელსაც მკრეხელობისათვის სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება მიჩნეულია საკვანძო მნიშვნელობის ნაბიჯად, რომელიც ფართო რეზონანსს იწვევს. 2010 წელს ლაჰორის სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა ბიბის, ოთხი შვილის დედას, მოციქულ მუჰამედის შეურაცხყოფისათვის. ხოლო უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბიბი, რომელიც უსაფრთხოების მოსაზრებებით, გასაიდუმლოებულ ადგილას ჰყავთ დაკავებული, უნდა გაათავისუფლონ.

XS
SM
MD
LG