Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე “მის ტრანს ვარსკვლავის” ნახევარფინალს დასჯერდა


კონკურსში “მის ტრანს ვარსკვლავი 2018” მონაწილე ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე, ნახევარფინალში მოხვდა, თუმცა, გამარჯვება ვეღარ მოიპოვა. “მის ტრანს ვარსკვლავი 2018” 3 ნოემბერს, ბარსელონაში ჩატარდა. კონკურსის გამარჯვებული გახდა ფილიპინების წარმომადგენელი.

კესარია აბრამიძე ნახევარფინალში მოხვდა კუბის, ბრაზილიის, ანგოლას, ტაილანდისა და ფილიპინების კონკურსანტებთან ერთად. კონკურსში 21 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. “მის ტრანს ვარსკვლავი” წელს მეშვიდედ ჩატარდა. საქართველოს წარმომადგენელმა ამ კონკურსში პირველად მიიღო მონაწილეობა.

XS
SM
MD
LG