Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა უკრაინელი აქტივისტი ეკატერინა ჰანძიუკი, რომელსაც გოგირდის მჟავა გადაასხეს


უკრაინის ხელისუფლებამ დაადასტურა ხერსონელი სამოქალაქო აქტივისტის, ეკატერინა ჰანძიუკის გარდაცვალება, რომელსაც 31 ივლისს კონცენტრირებული გოგირდის მჟავა გადაასხეს. განძიუკმა კანის 40%-ზე მიიღო დამწვრობა და სერიოზულად დაუზიანდა მხედველობა. ამ საქმის გადაკვალიფიცირება რამდენჯერმე მოხდა ძიების ფარგლებში, საბოლოოდ გამოძიება შეთანხმდა განეხილა საქმე, როგორ შეკვეთილი პოლიტიკური მკვლელობა. მედიის ცნობით ხერსონის საქალაქო საბჭოს თანამშრომელი და აქტივისტი ეკატერინა ჰანძიუკი კორუფციაში ადანაშაულებდა ოლქის პოლიციის მაღალჩინოსნებს. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ წუხილი გამოთქვა ჰანძიუკის გარდაცვალების გამო და მოუწოდა სამართალდმაცველ სტრუქტორებს გამოიძიონ და დასაჯონ აქტივისტის მკვლელობის ორგანიზატორები და მონაწილეები. პოლიციას დაკავებული ჰყავს მკვლელობაში ეჭვმიტანილი ერთი პირი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG