Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთში იმყოფება სამუშაო ვიზიტით


საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სამუშაო ვიზიტით იმყოფება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა მთავრობის მეთაურმა შანხაიში Bank of China Group-ის თავმჯდომარე ჩენ სიქინგთან გამართა. შეხვედრის შემდეგ, სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” და Bank of China-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს შანხაიში ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის პირველი გამოფენისა და ჰონგციაოს საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის გახსნის ცერემონიაში. დაგეგმილია მამუკა ბახტაძის სიტყვით გამოსვლა საერთაშორისო ფორუმის დისკუსიაზე, სახელწოდებით “ვაჭრობა და ინვესტიციები”. მთავრობის მეთაური ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე ასევე დაათვალიერებს ქართულ პავილიონს, რომელშიც 53 ქართული კომპანიაა წარმოდგენილი.

XS
SM
MD
LG