Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა უკრაინას მოუწოდა პასუხი აგებინოს სამოქალაქო აქტივისტის მკვლელებს


ეკატერინა ჰანძიუკი
ეკატერინა ჰანძიუკი

ევროკავშირმა უკრაინის ხელისუფლებას მიმართა, პასუხი აგებინოს სამოქალაქო აქტივისტის, ეკატერინა ჰანძიუკის სიკვდილში დამნაშავე პირებს. ევროკომისარმა გაფართოების და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანმა უკრაინელ აქტივისტს უწოდა საოცრად მამაცი ადამიანი. ჰანის განცხადებით, სამოქალაქო აქტივისტებზე თავდასხმები დაუშვებელია. უკრაინის ხელისუფლებამ 4 ნოემბერს დაადასტურა ხერსონელი აქტივისტის, ეკატერინა ჰანძიუკის გარდაცვალება. მას 31 ივლისს შეასხეს კონცენტრირებული გოგირდმჟავა. სამოქალაქო აქტივისტმა სხეულის თითქმის 40%-ის დამწვრობა მიიღო. უკრაინელი სამართალდამცავები საქმეს იძიებენ განზრახ მკვლელობის მუხლით. ეკატერინა ჰანძიუკი კორუფციაში ადანაშაულებდა ხერსონის ოლქის პოლიციის მაღალჩინოსნებს. უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ სამართალდამცავებს მოთხოვა სამოქალაქო აქტივისტის მკვლელების მოძებნა და დასჯა.

XS
SM
MD
LG