Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოთქმული მუქარის გამო ტვიტერმა გააუქმა რადიკალი პაკისტანელი სასულიერო პირის ანგარიში


პაკისტანის მთავრობა აცხადებს, რომ ტვიტერმა გააუქმა რადიკალი სასულიერო პირის ანგარიში, რადგან ის უზენაესი სასამართლოს, პრემიერ-მინისტრის და არმიის წინააღმდეგ ავრცელებდა მუქარის შემცველ მესიჯებს, მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ გააუქმა მკრეხელობაში ბრალდებული ქრისტიანი ქალის განაჩენი. პაკისტანის ტელეკომუნიკაციების სააგენტო ამბობს, რომ მან მიმართა ტვიტერს თხოვნით გაუქმებულიყო სასულიერო პირის, ხადიმ ჰუსაინ რიზვის ანგარიში, მას შემდეგ, რაც მისი პარტიის, თეჰრიკ-ე-ლაბაიკის წევრებმა გასულ კვირაში სამი დღით მოახდინეს გზების ბლოკირება და დაემუქრნენ მოსამართლეებს, რომლებმაც ქრისტიანი ქალი, ასია ბიბი 31 ოქტომბერს გაამართლეს. სააგენტოს თქმით, რიზვი აღვივებდა "სიძულვის და ძალადობას" და უზენაესი სასამართლოს მზარეულებს და მოსამსახურეებს მოსამართლეთა მოკვლისკენ მოუწოდებდა. ტვიტერს ამ საქმეზე ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია. სასამართლოს გადაწყვეტილებას მოჰყვა საპროტესტო გამოსვლები, იუწყებიან, რომ ცეცხლის წაკიდების, ვანდალიზმისა და ძალადობის ბრალდებებით დაპატიმრებულია 150-ზე მეტი პირი. ასია ბიბი, 54 წლის ქალი და ოთხი შვილის დედა, რვა წლის განმავლობაში იყო სიკვდილით დასჯის მოლოდინში, წინასწარმეტყველ მუჰამედის შეურაცხყოფის ბრალდებით, სანამ სასამართლო მის განაჩენს გააუქმებდა და მას გაათავისუფლებდა. თავად ასია ბიბი უარყოფს მისთვის წაყენებულ ბრალდებებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG