უკრაინის მთავრობა აცხადებს, რომ ქვეყნის აღმოსავლეთში, რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებთან შეტაკებისას დაიღუპა უკრაინის არმიის ერთი სამხედრო და დაიჭრა ოთხი. თავდაცვის სამინისტრომ 5 ნოემბერს განაცხადა, რომ სეპარატისტმა მებრძოლებმა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება 18-ჯერ დაარღვიეს ბოლო 24 საათის განმავლობაში, ისროლეს ავტომატებიდან, ყუმბარმტყორცნებიდან. სამინისტროს ცნობით, სამთავრობო ძალებმა მოკლეს სამი პრორუსი მებრძოლი და დაჭრეს ოთხი. რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები, თავის მხრივ, უკრაინის მთავრობის ძალებს ადანაშაულებენ ზავის 21-ჯერ, ცეცხლსასროლი იარაღით და ყუმბარმტყორცნებით დარღვევაში ბოლო 24 საათის განმავლობაში. 2014 წლის აპრილის შემდეგ 10300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ბრძოლას კიევის ძალებსა და იმ სეპარატისტებს შორის, რომლებიც აკონტროლებენ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონების, დონეცკისა და ლუგანსკის ნაწილებს. ვერ განხორციელდა ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილებები, რომლებიც მინსკის ხელშეკრულებების ფარგლებში გამოცხადდა 2014 წლის სექტემბერში და 2015 წლის თებერვალში.