Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამთენიისას საქართველოში მეორე მიწისძვრა მოხდა


თბილისის დროით 05:20 საათზე 3,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა ქალაქ საჩხერესთან. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი საჩხერიდან აღმოსავლეთით 8 კილომეტრში მდებარეობდა. სამი წუთით ადრე 5,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა ქალაქ ონთან. ეპიცენტრი მდებარეობდა ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 14 კილომეტრში მდებარე სოფელ მართგაჯინაში. ინფორმაცია მსხვერპლის და ნგრევის შესახებ არ გავრცელებულა.

XS
SM
MD
LG