Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შავ ზღვაზე ამერიკულ მზვერავ თვითმფრინავს რუსულმა ავიაგამანადგურებელმა საფრთხე შეუქმნა


ამერიკული მზვერავი თვითმფრინავი EP-3E ARIES II
ამერიკული მზვერავი თვითმფრინავი EP-3E ARIES II

აშშ-ის სამხედრო-საზღვო ძალების ინფორმაციით, რუსულმა ავიაგამანადგურებელმა „სუ 27“-მა საშიში მანევრი განახორციელა შავი ზღვის თავზე მყოფი ამერიკული მზვერავი თვითმფრინავის EP-3E ARIES II-ის უშუალო სიახლოვეს. ამერიკული სარდლობის შეფასებით, რუსმა პილოტმა განზრახ შეუქმნა საფრთხე ამერიკელი მფრინავების სიცოცხლეს. პენტაგონის ინფორმაციით, რუსული ავიაგამანადგურებელი ამერიკულ მზვერავ თვითმფრინავს ორჯერ მიუახლოვდა, მეორედ მიახლოებისას კი ჩართო ფორსაჟის რეჟიმი, რომლის გამოც ამერიკელი პილოტები ტურბულენტობაში აღმოჩნდნენ. პენტაგონის წარმომადგენლის, ერიკ პაჰონის განცხადებით, ამერიკული თვითმფრინავი საერთაშორისო საჰაერო სივრცეში ასრულებდა ჩვეულ მისიას, სტანდარტები არ დაურღვევია და რუსულ ავიაგამანადგურებელს მსგავსი მოქმედებისთვის არანაირი საფუძველი არ ჰქონდა. თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და საელჩო ვაშინგტონში ირწმუნებიან, რომ „სუ 27“-ის ეკიპაჟმა აღკვეთა რუსეთის საჰაერო სივრცის დარღვევა და უსაფრთხოების აუცილებელი ზომების დაცვით მოქმედებდა. შავი ზღვის აკვატორიაში მსგავსი ინციდენტი მოხდა 2018 წლის იანვარშიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG