Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თორდია ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენას მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებს


ლაშა თორდია
ლაშა თორდია

საქართველოს პროკურატურამ დღეს უნდა გაავრცელოს ოფიციალური განცხადება ყოფილი მთავარი პროკურორისთვის, ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენის შესახებ. მედიასაშუალებებით გასულ საღამოს გავრცელებული ცნობებით, ოთარ ფარცხალაძეს ბრალი წაუყენეს ყოფილი გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას ცემისთვის. თორდიამ ფეისბუქით გამოთქვა ვარაუდი, რომ მოხდება ბრალის წარდგენა მსუბუქი მუხლით და მოტივით, რომ “მთვრალი თორდია ლანძღავდა და მათ მოუწიათ ძალის გამოყენება“ და „მცირე ხნით ციხეში ჩასმა არჩევნები გადავაგოროთ შეთანხმებით." დღეს განცხადებას გააკეთებენ ლაშა თორდიას ადვოკატებიც.

2017 წლის 13 მაისს, ლაშა თორდიამ განაცხადა, რომ 12 მაისს ღამით, თბილისის ერთ-ერთ კლუბში შეხვდა ოთარ ფარცხალაძეს, რომელმაც აგრესია გამოხატა და თანხმლებ პირებთან ერთად მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. თორდიამ ტვინის შერყევა მიიღო. ლაშა თორდია მაშინ აცხადებდა, რომ საჯაროდ გამოაქვეყნებს აუდიტის სამსახურის მასალებს, რომლებიც შეეხება ოთარ ფარცხალაძისა და თბილისის მერიის კორუფციულ გარიგებას და ვერეს ხეობაში ფარცხალაძისთვის მიწის ნაკვეთების გადაცემას. ოთარ ფარცხალაძე ბრალდებებს უარყოფდა და აცხადებდა, რომ კონფლიქტი დაიწყო თავად ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა თორდიამ.

XS
SM
MD
LG