Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში დაუდგენელმა სენმა 12 ახალშობილი იმსხვერპლა


12 ახალშობილი დაიხოცა ავღანეთის ჩრდილო-დასავლეთში „უცნობი და ჯერ დაუდგენელი წარმოშობის“ სენის გამო. იტალიის არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც საავადმყოფოს მართავს, განაცხადა 5 ნოემბერს, რომ ახალშობილები დაიხოცნენ წინა დღით მის სამშობიარო კლინიკაში პანჯშირის პროვინციის, ანაბადის ოლქში. ორგანიზაციის განცხადებით, ახალშობილები, რომლებიც კრიტიკულ მდგომარეობაში იყვნენ და ანტიბიოტიკით მკურნალობას უწევდნენ, დაიხოცნენ ახალშობილთა რეანიმაციის განყოფილებაში სეფსისის, გართულებული ინფექციის შედეგად. საავადმყოფომ დაუყოვნებლივ ამცნო ავღანეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მომხდარის შესახებ და მოსთხოვა ქაბულში მოქმედ კერძო ლაბორატორიას, ჩატაროს მიკრობიოლოგიური კვლევა. ორგანიზაცია გაავრცელებს ლაბორატორიის დასკვნის შესახებ ინფორმაციას, როცა კი ის ხელთ ექნება. საავადმყოფო გამორიცხავს „სამედიცინო ხასიათის დაუდევრობას“.

XS
SM
MD
LG