Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო უწყება გმობს სოფელ ატოცთან საოკუპაციო ხაზის გასამაგრებელი სამუშაოების დაწყებას


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს სოფელ ატოცთან საოკუპაციო ხაზის ხელოვნური ბარიერებით გამაგრების დაწყებას, რასაც მოიხსენიებს „ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მორიგ უკანონო გადაწყვეტილებად“. ამის შესახებ ნათქვამია საგანგებო განცხადებაში, რომელიც 6 ნოემბერს გამოქვეყნდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე. სოფელი ატოცი ქარელის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. უკანონო სამუშაოები ტარდება ატოცთან ერთი კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე. საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს „საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობს წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებები... და გაიყვანოს თავისი სამხედრო შენაერთები საქართველოს ტერიტორიიდან“. ამავე განცხადებაში შესულია მოწოდება საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ, მიმართოს ზომებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG