Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო უარყოფს, რომ პაკისტანიდან წასვლა აიძულა სიკვდილმისჯილი ქრისტიანი ქალის ადვოკატს 


ჰააგა, 2018 წლის 5 ნოემბერი: პაკისტანელი ადვოკატი საიფულ მულოკი
ჰააგა, 2018 წლის 5 ნოემბერი: პაკისტანელი ადვოკატი საიფულ მულოკი

გაერო უარყოფს, რომ პაკისტანიდან გამგზავრება აიძულა ადვოკატს, რომელმაც წარმატებით დაიცვა მკრეხელობისათვის სიკვდილმისჯილი ქრისტიანი ქალის, ეიჟა ბიბის ინტერესები. ადვოკატი საიფულ მულოკი ნიდერლანდში გაემგზავრა, როცა პაკისტანში ისლამისტები მართავდნენ საპროტესტო აქციებს ბიბის სიკვდილით დასჯის მოთხოვნით. პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ 31 ოქტომბერს გააუქმა მისთვის გამოტანილი განაჩენი. მაგრამ 3 ნოემბერს მთავრობა შეუთანხმდა ისლამისტების პარტია თეჰრიკ-ე-ლაბაიკს, რომ პროტესტის შეწყვეტის სანაცვლოდ, მთავრობა არ მისცემს ბიბის პაკისტანიდან გამგზავრების უფლებას, რათა უზენაესმა სასამართლომ „გადასინჯოს“ გადაწყვეტილება მისი გამართლების შესახებ. 54 წლის ბიბი ხუთი შვილის დედაა. მან რვა წელი დაჰყო ციხეში, სიკვდილით დასჯის მოლოდინში, თითქოსდა, წინასწარმეტყველ მოჰამედის შეურაცხყოფიათვის. ის უარყოფს ბრალდებას. მისმა ადვოკატმა საიფულ მულოკმა 5 ნოემბერს ჰააგაში გამოაცხადა, რომ ძალით ჩასვეს თვითმფრინავში მიუხედავად იმისა, რომ უარს ამბობდა პაკისტანიდან გამგზავრებაზე, რათა ეზრუნა ციხიდან თავისი კლიენტის გამოყვანაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG