Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტმა დემოკრატებს მიულოცა კონგრესის ქვედა პალატის არჩევნებში გამარჯვება


ნენსი პელოსი
ნენსი პელოსი

აშშ-ის რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატების ლიდერს, ნენსი პელოსის მიულოცა კონგრესის ქვედა პალატის არჩევნებში დემოკრატიული პარტიის გამარჯვება. ამის შესახებ ჟურნალისტებს აცნობა პელოსის თანაშემწემ.

დემოკრატების მიერ კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, სპიკერის თანამდებობას სავარაუდოდ, დაიკავებს სწორედ ნენსი პელოსი, რომელიც მანამდე უმცირესობის ლიდერი იყო. მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას პელოსიმ განაცხადა, რომ ამომრჩევლების წყალობით ამერიკის ცხოვრებაში ახალი დღე დადგა. ნენსი პელოსის თქმით, არჩევნების შედეგია არა დემოკრატების, ან რესპუბლიკელების გამარჯვება, არამედ კონსტიტუციით გათვალისწინებული დაბალანსების და შეკავების სისტემის ამოქმედება. 6 ნოემბერს, კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგად, რესპუბლიკელებმა უმრავლესობა დაკარგეს წარმომადგენელთა პალატაში და შეინარჩუნეს სენატში.

XS
SM
MD
LG