იტალია აწარმოებს მოლაპარაკებას პაკისტანელი ქრისტიანი ქალის, ეიჟა ბიბისა და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხო ქვეყანაში გადასაყვანად. 2011 წელს პაკისტანში ბიბის სიკვდილი მიუსაჯეს მკრეხელობის ბრალდებით, მაგრამ უზენაესმა სასამართლომ ეს განაჩენი გასულ კვირაში გააუქმა. ისლამისტები ბიბის მოკვლით იმუქრებიან. იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა მატეო სალვინიმ 6 ნოემბერს იტალიის რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რომი დასავლეთის სხვა ქვეყნებთან ერთად მუშაობს, რათა ქრისტიან ქალსა და მისმა შვილებს „უსაფრთხო მომავალი“ ჰქონდეთ იტალიაში, ან დასავლეთის რომელიმე სხვა ქვეყანაში. გასულ კვირაში ეიჟა ბიბის გამართლებას ისლამისტების საპროტესტო აქციები მოჰყვა მოთხოვნით, სიკვდილით იქნენ დასჯილი როგორც ბიბი, ისე მოსამართლეები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს მის გამართლებას. აქციების გამო პაკისტანის დიდი ქალაქები, პრაქტიკულად, პარალიზებული იყო. გამოსვლებისათვის ბოლოს მოსაღებად, მთავრობა ისლამისტებს დათანხმდა ბიბის ციხეში დატოვებაზე, რათა სასამართლომ ხელახლა განიხილოს მისი საქმე.
იტალია ეძებს უსაფრთხო თავშესაფარს პაკისტანელი ქრისტიანი ქალისათვის

ყველაზე პოპულარული
1