Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში დაიწყო რეჟისორ სერებრენიკოვის სასამართლო პროცესი


მოსკოვში დაიწყო თეატრისა და კინოს რეჟისორის, კირილ სერებრენიკოვის სასამართლო პროცესი. მას გაფლანგვაში სდებენ ბრალს, რასაც თავად რეჟისორი აბსურდს და უსაფუძვლო ბრალდებას უწოდებს. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში სერებრენიკოვს 10 წლამდე ემუქრება თავისუფლების აღკვეთა. სერებრენიკოვის 'მეშვიდე სტუდიის საქმედ" ცნობილ პროცესზე კიდევ სამი განსასჯელია. სერებრენიკოვის დაპატიმრებას შიშით შეხვდნენ რუსეთის შემოქმედებითი წრეები, დასავლეთში ამას აღშფოთება მოჰყვა, რუსეთის ხელისუფლებას ადანაშაულებენ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მთავრობის კრიტიკოსი ხელოვანების დევნაში. სერებრენიკოვს თავიდან მოწმის სტატუსი ჰქონდა გამოძიებაში, რომელიც გოგოლის ცენტრის გარშემო მიმდინარეობს, 2017 წლის აგვისტოში კი ის დააპატიმრეს და სახელმწიფო სახსრებიდან მისი არასამთავრობო ორგანიზაციის, მეშვიდე სტუდიისთვის გამოყოფილი 68 მილიონი რუბლის (1 მილიონი ამერიკული დოლარის) 2011-2014 წლებში გაფლანგვის ორგანიზებაში დასდეს ბრალი. 2018 წლის იანვარში სადავო თანხის ოდენობა 133 რუბლამდე, ანუ 2 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. სერებრენიკოვი ბრალდებებს "სისულელეს" უწოდებს და ერთ-ერთ არგუმენტად ასახელებს იმ გარემოებას, რომ ის მხატვრული დირექტორი იყო და არანაირი შეხება არ ჰქონდა ფინანსურ დოკუმენტებთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG